Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შილდის ტყეში ხანძარი ჩააქრეს


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში 5 თებერვალს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერაში გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

იმის გამო, რომ ხანძარი მიუვალ ადგილზე იყო, ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა იყო ჩართული.

ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა ათეულობით მრავალწლიანი ხეც.

ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე 5 თებერვალს, შუადღეს, ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

სოფელში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოქალაქეების დაუდევრობა იყოს.

ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG