Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკის გვირაბზე შეზღუდვები დაწესდა


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალზე ისევ შეზღუდვებია. მაგისტრალი სატვირთო მანქანებისთვის, უამინდობის გამო, ისევ დაკეტილია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტრანსკავკასიური მაგისტრალი რამდენჯერმე გაიხსნა და დაიკეტა. - ამის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს წარმომადგენლის, აცამაზ ბიტიევის თქმით, „მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, ამიერკავკასიის გზატკეცილზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი მძიმე სატვირთო მანქანების მოძრაობა. სოფელ როკში ამ წუთებში ძლიერი თოვლია“.

მორიგე ოფიცერმა დასძინა, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩება ხუთშაბათის დილამდე. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG