Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვას სურს განათავსოს აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა


გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-ს სთხოვს ქვეყნის ტერიტორიაზე განათავსოს მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა, იმ ფონზე, როცა დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, დაძაბულ რეგიონში რუსეთის მიზნებთან დაკავშირებული შიშების გამო.

"ცხადია, აშშ-ის დაველაპარაკებით საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ის როტაციული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა ლიეტუვაში", - განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ეს იქნება საუკეთესო გზა იმ უსაფრთხოების და შეკავების გასაძლიერებლად, რომლის უზრუნველყოფაც ნატოს შეუძლია არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ მთლიანად რეგიონში", - დასძინა მან.

აშშ 2019 წლიდან მიმართავს 500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარულ როტაციას ლიეტუვაში, რომელიც საზღვარს იყოფს რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან. აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირეთში სამხედროთა რიცხვის ზრდის შესახებ გეგმებს აცხადებენ ნატოს სხვა წევრებიც, იმ ფონზე, როცა მატულობს დაძაბულობა მოსკოვთან და მიმდინარეობს სასწრაფო წესით დანიშნული დიპლომატიური შეხვედრები.

დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა 100 000-მდე ან მეტი სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, რაც იწვევს შეშფოთებას რუსეთის შესაძლო შეჭრაზე უკრაინაში. მოსკოვი უარყოფს შეჭრის გეგმის ქონას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG