დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი ეს ქვეყანა მზადაა, ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების საფუძველზე, აშშ-ს თავის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების უფლება მისცეს.
„შეერთებულმა შტატებმა დანიას მიმართა ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის წინადადებით, - თქვა მეტე ფრედრიკსენმა 10 თებერვალს, - ამ თანამშრომლობის ზუსტი ხასიათი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მან შეიძლება მოიცვას დანიის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების, მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის ყოფნა“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიესალმება ფრედრიკსენის განცხადებას და დასძინა, რომ შეთანხმება, როცა ის მიღწეულ იქნება, „ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გააღრმაონ მჭიდრო პარტნიორობა“ და „გააძლიერონ ნატოს ოპერაციებში თანამშრომლობა.“