Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ხელი მოაწერა ავღანეთის აქტივების გაყოფის განკარგულებას: ნაწილი 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს მოხმარდება


 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც გამოათავისუფლებს 7 მილიარდ დოლარს ავღანეთის მარაგიდან, რომელიც გაყინული იყო მას მერე, რაც აგვისტოში ქვეყანაში ძალაუფლება თალიბანმა ჩაიგდო ხელში. აშშ უახლოეს თვეებში შექმნის ნდობის ფონდს, რომელიც 7 მილიარდი დოლარის ნახევარს განკარგავს, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 11 თებერვალს.

დანარჩენი 3,5 მილიარდი აშშ-ში დარჩება და გამოყენებული იქნება აშშ-ში ტერორიზმის მსხვერპლთა მიმდინარე სასამართლო პროცესის დასაფინანსებლად, მათ შორის 11 სექტემბრის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების საჩივრებისთვის თალიბანის წინააღმდეგ.

ბაიდენის განკარგულება დაკავშირებულია "ფართო ჰუმანიტარულ კრიზისთან ავღანეთში - მათ შორის ავღანელი ხალხის გადაუდებელ საჭიროებასთან... და ავღანეთში ეკონომიკური კოლაფსის გაღრმავების შესაძლებლობასთან", - განაცხადა ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი (დემოკრატი - კალიფორნია) მიწერილ წერილში.

ბაიდენის თანახმად, აშშ-ის ფინანსურ დაწესებულებებში ავღანეთის ცენტრალური ბანკის(DAB) ანგარიშების დაცვა "უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანის საგანგებო მდგომარეობისა და ავღანელი ხალხის კეთილდღეობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG