Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: დადასტურდა 20 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 57 პაციენტი


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 57 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 65 829 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 20 326 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 48 468.

12 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 30,88%%;
  • ბოლო 7 დღის - 33,18​%;
  • ბოლო 14 დღის - 31,06%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 438 353 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 516 ადამიანი.

XS
SM
MD
LG