Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ პარლამენტარებს უნდათ გარანტიები, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები არ გავლენ ბირთვული ხელშეკრულებიდან


ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი
ებრაჰიმ რაისი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდეს აშშ-სგან და ევროპის სამი ქვეყნისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ ისინი არ დატოვებენ ამჟამად ვენაში განხილვის პროცესში მყოფ ბირთვულ ხელშეკრულებას, - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია 20 თებერვალს.

რაისისადმი გაგზავნილ წერილში, პარლამენტარები ამბობენ, რომ აშშ და ხელშეკრულების ხელმომწერი სამი ევროპული ქვეყანა - ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია - უნდა გამოვიდნენ გარანტიით, რომ ისინი არ აამუშავებენ მექანიზმს, რომლის თანახმადაც ირანს მყისიერად აღუდგება სანქციები, თუკი დაარღვევს პირობებს.

წერილის ფონია ირანსა და ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს - ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და ჩინეთს - შორის მიმდინარე მოლაპარაკება 2015 წლის ხელშეკრულების აღსადგენად, რომელმაც ირანს სანქციები მოუხსნა, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. აშშ მოლაპარაკებაში ირიბი ფორმით მონაწილეობს, რადგან ის 2018 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში, ხელშეკრულებიდან გავიდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანიშნებს, რომ სურს აშშ დაუბრუნდეს ხელშეკრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG