გაერო აცხადებს, რომ თავის არაძირითად თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს უკრაინაში დროებით გაიყვანს კრიზისის რეგიონიდან, რადგან იზრდება ქვეყანაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის საშიშროება.
„ჩვენ განზრახული გვაქვს დავრჩეთ და უკრაინაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ნაწილში, დახმარება გავაგრძელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაეროს პრესმდივანმა, ალესანდრა ველუჩიმ ჟენევაში 22 თებერვალს. „გავაგრძელებთ მუშაობას მთელი მასშტაბით“, მაგრამ „ადგილზე შექმნილი ვითარების გამო გადავწყვიტეთ არაძირითადი თანამშრომლების ნაწილი და მათი ოჯახები სხვაგან გადავიყვანოთ“, - თქვა მან.
ამ გადაადგილების შესახებ მას დეტალებზე არ უსაუბრია. ველუჩის თანახმად, გაეროს უკრაინაში მომუშავე 1510 თანამშრომლიდან 149 უცხოელია. მისი თქმით, მათგან 100 აღმოსავლეთში, სეპარატისტულ რეგიონებში მსახურობს.
დაწერეთ კომენტარი