Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა კიდევ ისაუბრა სომხეთთან საზღვრის გახსნაზე და ურთიერთობის ნორმალიზებაზე


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა სომხეთთან კავშირების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ ანკარას შეუძლია გახსნას საზღვარი თავის მეზობელთან და აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, თუკი ერევანი უერთგულებს ორ ქვეყანას შორის კავშირების ნორმალიზების მიმდინარე პროცესს.

23 თებერვალს აფრიკიდან მომავალმა ერდოანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში უთხრა, "ვიცით, რომ სომხეთს აქვს კონკრეტული მოლოდინები, მათ შორის საზღვრების გახსნა და დიპლომატიური კავშირების დამყარება" და დასძინა: "თუ სომხეთი შეძლებს უერთგულოს და გააგრძელოს პროცესი, რომელიც საგანგებო წარმომადგენლებით დაიწყო, დახურული კარი ჩვენთვის არ დარჩება დახურული".

სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლებმა 14 იანვარს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ თქვეს, რომ გააგრძელებენ შეხვედრას წლების განმავლობაში დაძაბული კავშირების ნორმალიზების მიზნით. მეორე რაუნდი 24 თებერვალს ვენაშია დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG