Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინმა "გააფრინა" უკრაინასთან მიმართებით


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "გააფრინა" უკრაინასთან მიმართებით. ეს მან თქვა სამხედროებთან ლაპარაკში, ცხენოსან გვარდიასთან შეხვედრისას ლონდონის ცენტრში.

უოლესმა, რომელიც ყოფილი სამხედროა, გამოიყენა გამოთქმა "gone full tonto" - tonto ესპანურად ნიშნავს "შეშლილობას" ან "იდიოტიზმს".

თავდაცვის მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის მოქმედებები შეადარა მეფე ნიკოლოზ პირველის ქცევას ყირიმის ომის დროს, 1853-1856 წლებში. მაშინ რუსეთის იმპერია ეომებოდა კოალიციას, რომელიც შედგებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, ოსმალეთის და სარდინიის სამეფოს ძალებისგან. "ჩვენ მათ ყირიმში კუდით ქვა ვასროლინეთ და ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია", - თქვა უოლესმა.

ყირიმის ომში რუსეთი ორი მიზეზით ჩაერთო: თავისუფალი წვდომის მოსაპოვებლად შავი ზღვის სრუტეებთან, რომლებსაც მაშინ თურქეთი აკონტროლებდა და ასევე სლავი ხალხების დაცვის ლოზუნგით ოსმალეთის ტერიტორიაზე. მას მერე, რაც თურქეთის მხარეს ომში ჩაერთო საფრანგეთის, ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების კოალიცია, რუსეთმა ეს კამპანია წააგო და იძულებული გახდა ოსმალეთის იმპერიისთვის გადაეცა ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ, ქალაქი ყარსი, შავი ზღვა კი ჩაიკეტა როგორც თურქეთის, ისე რუსეთის სამხედრო ხომალდებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG