Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2465 ადამიანს


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 14 138 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2465​ შემთხვევა. გამოჯანმრთელდა - 12840.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

28 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 17.44%;
  • ბოლო 7 დღის - 22.06%;
  • ბოლო 14 დღის - 26.54%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 605 472 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 163 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG