Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: რუსეთი გააანალიზებს სხვა ქვეყნების მტრულ მოქმედებებს


რუსეთი მის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს პასუხს გასცემს ისე, როგორც მისთვის იქნება მომგებიანი. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. როგორც მან თქვა, „მოსკოვს გათვლილი ჰქონდა რეაქციების სხვადასხვა გრადუსი - ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე ხისტამდე“.

„საპასუხო ზომები ამ არამეგობრულ და რუსულად რომ ვთქვათ, მტრულ მოქმედებებზე, რა თქმა უნდა, გაანალიზებული უნდა იყოს. ვიღაცის ჯინაზე ფეხში სროლას არავინ აპირებს. ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება, როგორც ჩვენთვისაა მომგებიანი. და ფხიზელი თავით“, - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია უპრეცედენტო სანქციები. ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების მიერ რუსეთის ეკონომიკური, საფინანსო და სხვა სფეროებისთვის დაწესებული სანქციების შედეგად რუსული კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. გაუფასურდა რუსული რუბლი.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG