Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი აშშ-ში მყოფ უკრაინელებს სადეპორტაციო შეღავათებს უწესებს


უკრაინელთა საპროტესტო შეკრება აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებითი სადეპორტაციო შეღავათები დაუწესოს და მუშაობის უფლება მისცეს ათეულ ათასობით უკრაინელს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ვერ ბრუნდებიან შინ რუსეთთან ომის გამო.

ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის საშინაო უშიშროების სამინისტრო (DHS).

ეს ნაბიჯი შესაძლებლობას მისცემს უკრაინელებს, რომლებიც 1 მარტისთვის იმყოფებიან აშშ-ში, დარჩნენ და იმუშაონ კანონიერად 18 თვის განმავალობაში, განაცხადა სამინისტრომ რუსეთის ჯარის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის ფონზე. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სამხედრო თავდასხმა ევროპის სახელმწიფოზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG