Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო: საზღვარგარეთ ყველა რუსოფობიური ინციდენტი ფიქსირდება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ყველა რუსოფობიური ინციდენტი ფიქსირდება და მასალები გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოებს, უფლებრივი შეფასებისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, საქართველოში ღელავენ რუსეთის მოქალაქეების შესაძლო სტიქიური მიგრაციის გამო. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეთნიკური რუსების მიმართ „დისკრიმინაციულ კამპანიაზე“ ისაუბრა 4 მარტს და განაცხადა, რომ კამპანიას სათავეში ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას.

კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მუშაობას დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

XS
SM
MD
LG