Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AZAL-მა и Buta Airways-მა შეაჩერეს რუსეთის ქალაქებში მიმავალი ყველა რეისი


აზერბაიჯანის ავიახაზებმა - AZAL-მა და Buta Airways-მა 6 მარტის დილიდან რუსეთის ფედერაციის ქალაქებში ყველა გაფრენა შეაჩერეს. ამის თაობაზე იტყობინება azertag.az/ru.

ამავე ცნობით, 6 მარტიდან რუსეთის ავიაკომპანიები შეაჩერებენ ფრენას აზერბაიჯანში განუსაზღვრელი ვადით რუსეთის ავიაციის უწყების რეკომენდაციით იმ საფრთხის გამო, რომელიც საერთაშორისო ფრენას ახლავს.

როგორც azertag.az/ru იტყობინება AZAL-ის განცხადებაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების ფონია ასევე საერთაშორისო საავიაციო დაზღვევების ბაზარზე ამასწინანდელ ცვლილებები, რომლებიც დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

ეს უშუალოდ შეეხო აზერბაიჯანის სახელმწიფო გადამზიდველს, ნათქვამია ცნობაში. კომპანიის სიტყვებით, AZAL -მა და სადაზღვევო ფირმებმა უნდა განიხილონ შექმნილი ვითარება, შეაფასონ ყველა დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება და შეისწავლონ მათ პოლიტიკაში ყველა სამომავლო ცვლილება.

ამასთან ავიაკომპანია აცხადებს, რომ გაუქმებული რეისების ყველა მგზავრი ბილეთის საფასურს სრულად მიიღებს უკან, ან შეცვლის გაფრენის თარიღს. როდის განახლდება ფრენა რუსეთში, კომპანიას არ დაუზუსტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG