აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 მარტს საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერებთან გამართავს ვიდეოკონფერენციას და ისაუბრებს
"ბოლო მოვლენებზე რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით" - აცხადებს თეთრი სახლი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ცდილობს მოკავშირეები დაარწმუნოს, აიკრძალოს რუსეთის ნავთობის იმპორტი, მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ევროპაში ატარებს ტურნეს, ამბობს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები "ძალიან აქტიურ დისკუსიებს" აწარმოებენ რუსეთის ნავთობის იმპორტის ასაკრძალად.
7 მარტს ნავთობის ფასი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, მიწოდების შესახებ ბაზრებზე არსებული შიშის ფონზე. ვაჭრობის პირველივე წუთებში ბრენტის ნედლი ნავთობის ერთი ბარელი $139.13-ს გაუტოლდა, აშშ-ის დასავლეთ ტეხასის საშუამავლო ფასმა მიაღწია $130.50-ს. ორივე მონაცემი ყველაზე მაღალია 2008 წლის ივლისის შემდეგ.