Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გამყარდა


ერთ დღეში ლარი დოლართან 8,8 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 11,2 თეთრით. განახლებული კურსი ხვალიდან, 12 მარტიდან იქნება ძალაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ასე მკვეთრად აქამდე არ გამყარებულა.

12 მარტიდან 1 დოლარის ფასი 3,2308 ლარი იქნება, 1 ევრო კი 3,5487 ლარი ეღირება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული დოლართან და ევროსთან 10 მარტს იყო - 1 დოლარი 3,4019 ლარი ღირდა, 1 ევრო კი - 3,736 ლარი.

მკვეთრი გამყარების მიუხედავად, ლარი კვლავ არ დაჰბრუნებია უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას. 24 თებერვალს დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 1 ევრო კი - 3,4063 ლარი.

მას შემდეგ, რაც ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს 39 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. სწორედ ამ დღის შემდეგ ეს ტენდენცია შეიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG