Accessibility links

site logo site logo

“ქართულ ოცნებას” 2022 წელს მხოლოდ 1 შემწირველი ჰყავს - პრემიერ-მინისტრის სიმამრი


პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით, 2022 წლის 10 მარტამდე მმართველ პარტიას მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თამაზ თამაზაშვილმა შესწირა თანხა. თამაზ თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. მან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 2022 წლის 26 იანვარს 10 000 ლარი გადარიცხა - ესაა ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, რაც თამაზ თამაზაშვილს ამ დრომდე მმართველი პარტიისთვის ერთი გადარიცხვით შეუწირავს.

თამაზაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ერთგული შემწირველია. 2013 წლიდან ის ყოველწლიურად აკეთებს შეწირულობას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ამ დრომდე ჯამში 65 ათას ლარზე მეტი აქვს შეწირული.

2021 წელს, იანვარ-თებერვალში, "ქართული ოცნებას" პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში 69 შემწირველი ჰყავდა და მილიონ ლარამდე მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG