Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როვნოს პოლიცია ადასტურებს აფეთქებებს ბელარუსის საზღვართან უკრაინის ტერიტორიაზე


ნამსხვრევები, რომელსაც როვნოს პოლიცია სწავლობს
ნამსხვრევები, რომელსაც როვნოს პოლიცია სწავლობს

11 მარტს უკრაინის პოლიციამ ბელორუსის საზღვართან მომხდარი აფეთქებები დაადასტურა, თუმცა, უკრაინული მხარის მონაცემებით, ინციდენტი საზღვრის უკრაინულ ნაწილში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით შუადღის 14:40 საათზე როვნოს რაიონის სოფელ მილიაჩთან სამი აფეთქება მოხდა.

"დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა, წინასწარი მონაცემებით დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი ", - ნათვამი აპოლიციის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ცნობაში.

11 მარტის დღის მეორე ნახევარში რუსულმა თვითმფრინავებმა უკრაინის მიმართულებით ბელორუსზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - იტყობინება უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობა. სამხედრო უწყებამ ამას უწოდა პროვოკაცია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩათრევას ისახავს მიზნად.

„გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურობა ამზადებს სისხლიანი პროვოკაციების სერიას; დანაშაულებრივი ჩანაფიქრის მიხედვით, რუსული ავიაცია ემზადება ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს, დასახლებული პუნქტების დაბომბვას“, - წერია განცხადებაში, რომელშიც მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა.

  • ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინელი მესაზღვრეების ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები ბელარუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ და უკან დაბრუნდნენ. ცნობაში არ იყო დაზუსტებული თვითმფრინავების რაოდენობა.
  • 11 მარტს ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, მოსკოვში გაემგზავრა პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. რეზნიკოვის ბრალდებაზე არც რუსულ და არც ბელარუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
  • 11 მარტს, უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ. აესი, რომლის სახელი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ კატასტროფას უკავშირდება, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან არის განლაგებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG