Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარის მხრიდან კიევის კიდევ ერთი რაიონი დაიბომბა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 ადამიანი


რუსეთის ჯარის მხრიდან კიევის კიდევ ერთ რაიონი დაიბომბა. დაიღუპა - 1 და დაიჭრა 6 ადამიანი.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან გასროლილი რაკეტა აფეთქდა დედაქალაქის ისტორიულ რაიონ კურნიოვკაში, სადაც ნამსხვრევებისგან ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

"ცოტა ხნის წინ რაკეტის ნამსხვრევები დაეცა კურნიოვკის გზაზე. ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი - დაიჭრა. მთლიანად განადგურდა ტროლეიბუსი, რომელშიც მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აფეთქების ტალღის შედეგად ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა მახლობლად მდებარე სახლებისა და კომერციული ობიექტების აივნები“, - -განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერის თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

უფრო ადრე, დღეს დილით, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის ობოლონის რაიონში, სადაც 9-სართულიან სახლს ჭურვი მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ და გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იუწყებიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

დღეს, 14 მარტს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევში მდებარე საავიაციო ქარხანა "ანტონოვ"-ზეც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ჟიტომირის ოლქის ადმინისტრაციულ შენობებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი. დანგრეულია 7 შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG