Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო დარტყმებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა უკრაინის ქალაქ დნეპრის აეროპორტში


რუსეთის სარაკეტო დარტყმებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა უკრაინის ქალაქ დნეპრის აეროპორტში. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იტყობინება.

„დანგრეულია ასაფრენი ბილიკი, დაზიანდა ტერმინალი, ნგრევა მასშტაბურია, აღდგენას ბევრი დრო დასჭირდება“, - დაწერა მან ფეისბუკში. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

დნეპრის აეროპორტი გამოიყენება სამოქალაქო რეისებისთვის, მათ შორის საერთაშორისოსთვის. არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, იყენებდნენ თუ არა მას სამხედროები. მანამდე რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის რამდენიმე აეროდრომი, მათ შორის ვინიცაში.

თავად ქალაქი დნეპრი ფრონტის ხაზიდან შორსაა, მაგრამ მასზე სარაკეტო დარტყმები ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG