Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი კიევში შეხვდა პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს


კიევში ჩასულ სამი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ასეთ რთულ დროს კიევში მათი ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი დადასტურებაა.

უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს.

XS
SM
MD
LG