Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული" - ვოლსკი პრემიერს კიევში ჩასვლას არ ურჩევს


გიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა მეგობარი ქვეყნების ლიდერების კიევში ჩასვლის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

„რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა და მკითხოს: შენ რა აზრის ხარო, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, „კალაშნოკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი“, - თქვა ვოლსკიმ.

დეპუტატი არც პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს უჭერს მხარს.

15 მარტს ზელენსკიმ მოუწოდა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისკენ, მას შემდეგ, რაც კიევს სტუმრობდნენ პრემიერ-მინისტრები სამი ევროპული ქვეყნიდან.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG