Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს სანქციების გამო


რუსეთის უდიდესი აეროპორტი, მოსკოვის „შერემეტიევო“, პერსონალის ნაწილს სახლში უშვებს. ამის მიზეზია საჰაერო გადაზიდვების შემცირება, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული, იტყობინება გაზეთი „იზვესტია“ აეროპორტის გენერალური დირექტორის, მიხაილ ვასილენკოს წერილზე დაყრდნობით.

გაზეთს წყარომ „შერემეტიევოდან“ შეატყობინა, რომ ჯერჯერობით ლაპარაკია პერსონალის 40%-ის დროებით დათხოვნაზე. ეს დაახლოებით 6-7 ათასია 18 ათასი თანამშრომლიდან.

როგორც გაზეთი წერს, „შერემეტიევოში“ საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად დაეცა დასავლეთის სანქციების შემდეგ, გამოცხადდა საინვესტიციო პროექტების შეჩერებისა და ტერმინალების ნაწილის დახურვის შესახებ.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG