Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო სამსახურებში დისტანციური სამუშაო გრაფიკი უქმდება 


იმ საჯარო სამსახურებში, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, საქმიანობა ძველ რეჟიმში განახლდება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"ე.წ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში, თითქმის სრული ორი წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურების ნაწილში შესაძლებელი იყო თანამშრომლებს დისტანციურად ემუშავათ. შესაბამისი რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭომ გასცა. ახლა კი, როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებლები შემცირებულია, ეს რეკომენდაცია შეცვლილია.

XS
SM
MD
LG