Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აღიარებს, რომ რუსების მეოთხედი ომის წინააღმდეგია


ერთკაციანი ანტისაომარი აქცია ხაბაროვსკში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, 22 მარტს აღიარა, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, მიუხედავად სახელმწიფო არხებზე უკრაინაში შეჭრის მასობრივი პროპაგანდისა, ეწინააღმდეგება ომს მეზობელ სახელმწიფოსთან.

"ასეთები ცოტაა. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ეს დასტურდება სტატისტიკითა და გამოკითხვებით, 75%-ზე მეტი-მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს", - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "ეს უდავო ფაქტია." პესკოვის თქმით, რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება "სპეცოპერაციას". დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ესმით თუ არა ამ ხალხის კრემლში, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა: "აზრს ისმენენ, მაგრამ მაინც უმცირესობა- უმცირესობაა", - ციტირებს პესკოვს სააგენტო „ინტერფაქსი“.

"არსებობს ძალიან აქტიური ახსნა ამ ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების, მისი მიზეზების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ვინც არ ეთანხმება, ისინიც გააცნობიერებენ, თუ რა ხდება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც არ ეთანხმება, დაიწყონ ორიენტირება სიცრუის იმ ნაკადში, რომელიც დასავლეთიდან მოდის იმის შესახებ, თუ რა ხდება და გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის სიმართლე, რაც იქაურ ახალ ამბებში გადმოიცემა", - თქვა პესკოვმა.

პესკოვს არ დაუზუსტებია, თუ რომელი გამოკვლევიდან აიღო ეს მონაცემები.


მანამდე რუსეთის სახელმწიფო (სსც) სოციოლოგიური ცენტრის (რომელსაც ყველაზე პროსამთავრობო პოზიციები უკავია) მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომს, რომელიც რუსეთმა 24 თებერვლიდან დაიწყო (სსც-ის კვლევაში, ომი ფორმულირებულია როგორც "სპეცოპერაცია"), 2022 წლის მარტის დასაწყისში მხარი დაუჭირა მოქალაქეთა 71%-მა, რაც რეალურად ნაკლებია, პესკოვის მიერ მოტანილ რიცხვთან შედარებით. ხოლო გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ომი რუსეთის "უფრო წარმატებით" გრძელდება.

ამასთან, ეს კვლევა გამოქვეყნდა მანამ, სანამ აშკარა გახდებოდა, რომ რუსი სამხედროები ვერ შეძლებდნენ კიევის, ხარკოვის და სხვა მსხვილი ქალაქების სწრაფად აღებას და ასევე ცნობილი გახდებოდა რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი დანაკარგების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG