Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მედლინ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო


ფოტო არქივიდან. მედლინ ოლბრაიტი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ფოტო არქივიდან. მედლინ ოლბრაიტი, ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მედლინ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„სამძიმარს ვუცხადებ მედლინ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მედლინ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა”, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერზე".

84 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში, მედლინ ოლბრაიტი. ამის შესახებ 23 მარტს განაცხადა მისმა ოჯახმა. ის კიბოთი იყო ავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG