Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თვე გავიდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან


დღეს, 24 მარტს, ერთი თვე შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან.

ერთი თვეა რუსული არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებზე.

რუსულმა არმიამ 9 მარტს დაბომბა ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიაროს შენობა
რუსულმა არმიამ 9 მარტს დაბომბა ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიაროს შენობა
ხარკოვში განადგურებული საცხოვრებელი სახლები
ხარკოვში განადგურებული საცხოვრებელი სახლები
კიევში დაბომბილი სავაჭრო ცენტრი
კიევში დაბომბილი სავაჭრო ცენტრი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, მსხვერპლი გაცილებით დიდია. ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი რაიონებიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომმა უკვე იმსხვერპლა 121 ბავშვის სიცოცხლე.

გაეროს მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილად იქცა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონამდე ბავშვი. კიდევ რამდენიმე მილიონია უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი.

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვართან
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვართან

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მოუწოდა, 24 მარტს ისევ გამოვიდნენ აქციებზე. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ 24 მარტს ბრიუსელში იმართება სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა - ნატოს, ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტები და მათგან სერიოზულ ნაბიჯებს ელოდებიან.

2022 წლის 24 თებერვალს, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსულმა არმიამ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზნად პუტინმა გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG