Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების საგანგებო სამიტის დაწყებამდე მედიასთან ბრიფინგი გამართა. კითხვაზე ხომ არ აპირებს ნატო თავის კომუნიკეში ჩაწეროს საქართველოს დაცვის აუცილებლობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ, 23 მარტს, მან განაცხადა, რომ ნატოს წევრებს გადაწყვეტილი აქვთ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, სტოლტენბერგმა თქვა:

მოველი, რომ მოკავშირეები დღესაც... ან დღეს შეხვედრაზე, ლიდერები მხარდაჭერას გამოუცხადებენ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა. საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ნატოს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დაეხმარონ რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

24 მარტს ბრიუსელში ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართება, რომელიც კიევისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი გზების გამონახვას ისახავს მიზნად.

ნატოს სამიტის გარდა, 24 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტიც იმართება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს ემბარგოს დაწესებას რუსეთის ნავთობზე.

XS
SM
MD
LG