Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რაკეტების 60 პროცენტი მიზანს ვერ აღწევს - წერს Reuters-ი აშშ-ის წყაროებზე დაყრდნობით


რუსეთის რაკეტების 60 პროცენტი მიზანს ვერ აღწევს - აშშ-ის ადმინისტრაციის სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

მათი მონაცემებით, წარუმატებელი გატყორცნის პროცენტი 20-დან 60 პროცენტამდეა დღეების მიხედვით.

სააგენტოს წყაროებმა არ წარმოადგინეს ამ მონაცემების მტკიცებულება და არ ახსნეს, რა არის წარუმატებელი სროლის მიზეზი. Reuters-ს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეამოწმოს ეს მონაცემები.

სააგენტოს თანახმად, წარუმატებელი გასროლებით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა სამხედრო კამპანიისას გამოცხადებულ ბევრ მიზანს, მათ შორის, უკრაინის ანტისაზენიტო თავდაცვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, მიუხედავად სამხედრო სიძლიერის მხრივ არსებითი უპირატესობისა.

XS
SM
MD
LG