Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 430.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 758 ადამიანი ემსხვერპლა.

3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.82% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 ადამიანი

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 003 საიდანაც, 491 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG