პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ქართულ ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტიციებია საჭირო.
„უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება მოხმარება, მიწოდება კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას, „რაც დიდი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას“.
პრემიერის ცნობით, მთავრობა უკვე მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად გარკვეულ მოდელზე, რომელსაც გაასაჯაროებენ შემდეგ კვირაში.