Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „რუსულ ტვირთებს საქართველოც ისე აკონტროლებს, როგორც სხვები“


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს და მას ისე აკონტროლებს საქართველო, როგორც აკონტროლებენ სხვები.

9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისულ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველო ატარებს რუსულ კონტრაბანდულ ტვირთებს, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

„ზუსტად იგივე ნაბიჯებს, რასაც ვდგამთ ხოლმე, როცა „ფეიკი“ ვრცელდება, მას უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გადაიდგას. მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ“, - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გავა საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

ამ განცხადების პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არ მოხდება რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის გატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG