Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ქალის გატაცება-გაუპატიურებისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა


რუსთავში 35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის 4 კაცია დაკავებული.

ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ წერს, რომ ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე ძალით ჩასვეს ავტომობილში და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს, სადაც მათ კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა.

საქმის პროკურორის, თინათის სტურუას განცხადებით, ბრალდებულებიდან სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 137 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს. ხოლო მეოთხე პირს ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

დაკავებულთაგან 3-ს გამოძიება გენდერული და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურად გაუპატიურებას ედავება.

ოთხივეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG