ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია, ხეებს ტოტები დაამტვრია და სახურავები დააზიანა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა", - აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, ძლიერი ქარი თბილისში ხვალ, 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. პრობლემების შექმნის შემთხვევაში მერია მოსახლეობას მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე (032 2 72 22 22).
თბილისში ძლიერი ქარი ბოლო რამდენიმე საათია ქრის.
დაწერეთ კომენტარი