Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 329 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 161 ადამიანი.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

19 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.53%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.36​%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.18​%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 653 460​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 794 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG