Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიზო უგლავა დაინიშნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად


გიზო უგლავა
გიზო უგლავა

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიზო უგლავა დაინიშნა. ის ამ თანამდებობას ახალი დირექტორის არჩევამდე დაიკავებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, უწყების დირექტორს, არტიომ სიტნიკს, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 17 აპრილს ამოეწურა.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, უგლავა უწყების ერთ-ერთი იდეოლოგია, ის უწყების დირექტორის პირველ მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა.

გიზო უგლავა 1975 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა, 1998 წლიდან 2012 წლის 7 ნოემბრამდე საქართველოს პროკურატურის სისტემაში მუშაობდა და გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიც ეკავა. 2015 წლიდან ის უკრაინის მოქალაქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG