Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი, ციხანოუსკაია და ოვსიანნიკოვა მიიღებენ გერმანიის მედიის პრიზს თავისუფლებისთვის


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხონოუსკაია და კრემლის მიერ კონტროლირებული "პირველი არხის" ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანნიკოვა მიიღებენ გერმანიის მედიის ჯილდოს თავისუფლებისთვის (Freiheitspreis der Medien). წლევანდელი ჯილდო აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, იუწყება Deutsche Welle მთავარ ორგანიზატორ Weimer Media Group-ზე (WMG) დაყრდნობით.

დაჯილდოების ცერემონია 22 აპრილს გაიმართება.

"უკრაინელები, ბელარუსები და რუსები დგანან ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის, ომისა და ტირანიის წინააღმდეგ წინა ხაზზე აღმოსავლეთ ევროპაში და გაბედულად იცავენ თავიანთ თავისუფლებას, ისევე როგორც ჩვენს თავისუფლებას - სიტყვებით, საქმეებით, დიდი გამბედაობით და საკუთარი ცხოვრებით."

მედიის თავისუფლების პრიზი გადაეცემა იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც, ჟიურის აზრით, განსაკუთრებით ერთგული არიან გამოხატვის თავისუფლების, სოციალური ინტერაქციის, პოლიტიკური დიალოგისა და დემოკრატიის მიმართ. ჯილდოს გამარჯვებულებს შორის არიან ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი და გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი.

„პირველი არხის“ ყოფილმა რედაქტორმა მარინა ოვსიანნიკოვამ 14 მარტს, ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვების ფონზე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო.

14 მარტს, ღამით, როცა კრემლის მიერ კონტროლირებული "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"

15 მარტს მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის სასამართლომ მარინა ოვსიანნიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - „შეუთანხმებელი საჯარო აქციის გამართვისთვის“. ამასთან, ჟურნალისტს, რუსეთში ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის საფუძველზე, სავარაუდოდ, ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG