Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 18 178 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 161 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 301 ადამიანი.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

22 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 0.89​%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.12​%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.23%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 654 076​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 795 ​ადამიანი.

XS
SM
MD
LG