Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურის ცნობით, აღდგომის დღეს 2 ბავშვი დაიღუპა


დაცხრილული ავტომანქანა გამაფრთხილებელი წარწერით: ბავშვები. კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა. 2022 წლის 6 აპრილი
დაცხრილული ავტომანქანა გამაფრთხილებელი წარწერით: ბავშვები. კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა. 2022 წლის 6 აპრილი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 25 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 აპრილს, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ კრასნოგოროვსკის დაცხრილვის შედეგად დაიღუპნენ 5 და 14 წლის გოგოები.

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან პროკურატურას დადასტურებული აქვს 215 ბავშვის სიკვდილი. დაჭრილია 391-ზე მეტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG