Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: უკრაინა აკონტროლებს მისი საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს


მარიუპოლი, 26 აპრილი, 2022
მარიუპოლი, 26 აპრილი, 2022

უკრაინამ შეინარჩუნა კონტროლი თავისი საჰაერო სივრცის დიდ ნაწილზე, იმ ფონზე, როცა რუსეთმა ვერ შეძლო ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ნეიტრალიზება - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა 27 აპრილს.

"რუსეთს ძალიან შეზღუდული საჰაერო წვდომა აქვს უკრაინის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, რასაც შეტევითი მოქმედება დაჰყავს შორ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო იარაღის გამოყენებამდე" - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერით.

"რუსეთის მოქმედებები ძირითადად კონცენტრირებულია უკრაინის სამხრეთზე და აღმოსავლეთზე, რუსეთის სახმელეთო ძალებისთვის დახმარების მიწოდებაზე" - ამბობს სამინისტრო და დასძენს, რომ მოსკოვი კვლავაც იღებს მიზანში უკრაინის სამხედრო ობიექტებს და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ქვეყნის მასშტაბით.

სამინისტრო მიუთითებს სამოქალაქო პირებს შორის მაღალი მსხვერპლის საფრთხეზე და წერს, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე რუსეთის დარტყმების უმრავლესობა სავარაუდოდ ხორციელდება არამიზანმიმართული, თავისუფალი ვარდნის მქონე ბომბებით.

"ეს იარაღი ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას რეალურად განარჩიოს [სამიზნე] შეტევების დროს, რაც ზრდის სამოქალაქო მსხვერპლის საფრთხეს" - წერს სამინისტრო.

XS
SM
MD
LG