Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩო: გაკვირვებით ვუყურებთ დისკუსიას საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნაზე“


ანდრი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ანდრი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

უკრაინაში გაკვირვებით უყურებენ დისკუსიას საქართველოში „ომის პარტიებთან“ და „მეორე ფრონტის გახსნასთან“ დაკავშირებით, აცხადებენ უკრაინის საელჩოში.

„ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ შიდა დისკუსიას საქართველოში, რომელიც ეხება „ომის პარტიებს“ და „მეორე ფრონტის გახსნას“. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთი. ჩვენთვის გასაკვირია, რადგან 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში სხვა პარტია არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხალხი, უმაღლესი რადა და პრეზიდენტი“, - ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.

კასიანოვი ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის იმ ინტერვიუს შესახებ დასმულ კითხვას, რომელშიც მან ისაუბრა საქართველოს შანსზე, „დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რადგან იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“. არესტოვიჩის პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე ანდრეი კასიანოვმა უპასუხა, რომ „რუსეთის აგრესიას 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინა ებრძვის მარტო“.

XS
SM
MD
LG