Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მაისში უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი განახევრდა


მარცვლის თავთავი სოფელ ჰრებენში, უკრაინა. 2021 წლის 17 ივლისი

უკრაინიდან უცხოეთში ხორბლის გატანა მაისში ნახევარზე მეტად შემცირდა შიშის ფონზე, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინოს მთელ მსოფლიოში სურსათით მომარაგებაზე.

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 12 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მაისში ექსპორტის საერთო ოდენობიდან, 298 ათასი ტონიდან, 284 ათასი ტონა სიმინდზე მოდის, 8 ათასი ტონა ქერსა და 6 ათასი ტონა ხორბალზე.

შარშან ამავე პერიოდისთვის უკრაინამ 667 ათასი ტონა მარცვლეული გაიტანა უცხოეთში. ცნობაში არ არის ნათქვამი ქვეყნიდან ხორბლის გატანის მოცულობის შესახებ.

უკრაინა მარცვლეულის მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. რუსეთის შეჭრამდე ერთი თვით ადრე უკრაინამ უცხოეთში 6 მილიონ ტონამდე მარცვალი გაიტანა. მისი დიდი ნაწილი, 4,5 მილიონი ტონა, საზღვაო გზით გავიდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევი იძულებული გახდა მარცვლეულის ექსპორტი განეხორციელებინა დასავლეთის საზღვრის სარკინიგზო გზით და დუნაიზე მცირე ნავსადგურების ან რუმინეთის პორტის, კონსტანცის საშუალებით.

2 მაისს უკრაინამ დროებით დაკეტა თავისი ოთხი ნავსადგური, სანამ ქვეყანა არ აღადგენს მათზე კონტროლს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG