Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი შეაჩერა


ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ შეაჩერა Twitter-ის შესყიდვის პროცესი, მანამ სოციალური ქსელი არ მიაწვდის მას ყალბი ანგარიშების შესახებ სტატისტიკას.

კომპანიის შეფასებით, მათი წილი ხუთ პროცენტზე ნაკლებია, მაგრამ მილიარდერის თქმით, მისთვის გამოთვლების გასამყარებლად დეტალები არ წარუდგენიათ. მასკის განცხადების შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი 20 პროცენტით დაეცა. არ არის ცხადი, როგორ იმოქმედებს ყალბი ანგარიშების თემა ყიდვაზე.

მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის შესახებ ცნობა გავრცელდა აპრილის ბოლოს. ფასი დაახლოებით 44 მილიარდი დოლარია. დირექტორთა საბჭომ მას ერთხმად დაუჭირა მხარი. მოელოდნენ, რომ Twitter-ის შესყიდვის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა.

ამერიკელი მომხმარებლების ერთი ნაწილი კრიტიკულია Twitter-ის გაყიდვისადმი. ისინი მიიჩნევენ, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ სოციალური ქსელი გახდება გარკვეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სიძულვილის გაჩაღების არენა.

4 აპრილს მასკმა იყიდა Twitter-ის აქციების მეათედი და გახდა კომპანიის უმსხვილესი აქციონერი. ამის შემდეგ მათი ფასი 9 პროცენტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG