ინტერვიუზე თხოვნის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ჟურნალისტს ტაჯიკ ფარშავანგებთან ლაპარაკი შესთავაზა. ინციდენტი მოხდა დუშანბეში, სადაც შაბათს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
ლავროვის გარდა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უზბეკეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა დსთ-ს საქმიანობის ძირითად სფეროებში შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის 11 საკითხი განიხილეს.
დაწერეთ კომენტარი