Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსი სამხედროები ბავშვებს დაკითხვებს უწყობენ


უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ დროებით ოკუპირებული მარიუპოლიდან ევაკუირებული მოქალაქეების თქმით, რუსი სამხედროები ბავშვებს დაკითხვას უწყობენ.

დენისოვას სიტყვებით, რუსული საოკუპაციო ძალები ბავშვების დაკითხვით ცდილობენ, გადაამოწმონ მათი მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე:

„თავდაპირველად ისინი მშობლებს ჰკითხავენ და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, შემდეგ კი მათი შვილები შეჰყავთ დაკითხვაზე. ისინი ცდილობენ მშობლებისა და შვილების ნათქვამში განსხვავებები იპოვონ“, - წერს სოციალურ ქსელში ლუდმილა დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, ამგვარი მოპყრობა მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევს როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს:

„ბავშვები არიან შეშინებულები და თავს დაუცველად გრძნობენ შეიარაღებული სამხედროების წინაშე“.

ლუდმილა დენისოვას თქმით, ამგვარი მოპყრობით ირღვევა გაეროს ბავშვთა უფლებების 37-ე კონვენცია. უკრაინის სახალხო დამცველი მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეისწავლოს რუსეთში უკრაინელი ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG