Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ჟურნალისტებს: რუსი „ალიგარქები“ მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

რუსი „ალიგარქები“ მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში, ეს შემიძლია გითხრათ, ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, "ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, არის თუ არა ის რუსი ოლიგარქი."

„სირცხვილია! ამას რომ ამბობთ, მგონი, თქვენც არ გჯერათ. თქვენ მუშაობთ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიებში. სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიებში მომუშავე ადამიანები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, ეს მინიმუმ, სირცხვილია! ჯერ გათავისუფლდით სააკაშვილისა და კეზერაშვილისგან, მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 23 მაისს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას.

XS
SM
MD
LG