Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

მსოფლიო ძალოსნობის ლიდერი ლაშა ტალახაძე, გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცი გახდა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებულ გამოკითხვაში, მამაკაცთა შორის ხმათა უმრავლესობა სწორედ ქართველ გოლიათს ერგო.

ოლიმპიური თამაშების ორგზის და ევროპისა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე გადაეცემა. ევროპირველობას ალბანეთი უმასპინძლებს, 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით.

2021 წელს ლაშა ტალახაძემ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა - გახდა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდები, რომლებიც თავადვე ეკუთვნოდა.

ქალთა შორის, გულშემატკივრებმა ევროპის საუკეთესო ძალოსნად რუმინელი ტომა ლორედანა დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG