Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ირანელი სამხედრო მფრინავი დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს


ირანული F-7

ირანის საჰაერო ძალების ორი მფრინავი დაიღუპა სასწავლო ფრენის დროს ირანის ცენტრალურ ქალაქ ნაენთან, მათი f-7 გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განცხადებით, უბედური შემთხვევა 24 მაისს დილით მოხდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს სამხედრო უწყების წარმომადგენელმა უთხრა, რომ ის, სავარაუდოდ, "ტექნიკურმა პრობლემამ" განაპირობა.

ირანის საჰაერო ძალებმა ბოლო წლებში არაერთი ავიაკატასტროფა განიცადეს.

თებერვალში, აშშ-დან 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეძენილი f-5 გამანადგურებელი ჩრდილო-დასავლეთ ირანის ქალაქ ტაბრიზის საცხოვრებელ უბანში მდებარე სკოლის სტადიონზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მფრინავი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები ართულებს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიღებას და საავიაციო ფლოტის შენარჩუნებას.

ქვეყნის საჰაერო ძალები რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავებსაც იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG