Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მძღოლები უნგრეთში საწვავის უფრო მაღალ საფასურს გადაიხდიან


ავტოგასამართი სადგური უნგრეთში
ავტოგასამართი სადგური უნგრეთში

უნგრეთში ჩასული უცხოელი მძღოლები ავტომანქანის საწვავში ადგილობრივებთან შედარებით საგრძნობლად მაღალ საფასურს გადაიხდიან,

შესაბამისი კანონი ძალაში შევიდა 27 მაისიდან.

კანონის თანახმად, უნგრეთში ჩასული მძღოლები, რომლებიც უცხოურ ნომრიან ავტომანქანებს მართავენ, ბენზინსა და დიზელის საწვავში გადაიხდიან საბაზრო ფასს, რომელიც საცალო ფასზე, 1,22 ევროზე, 40 პროცენტით მეტია, - იტყობინება უნგრეთის მედია.

არ არის ცნობილი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ არათანასწორი მოპყრობით, არღვევს თუ არა უნგრეთი კანონს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG